пятница, 30 сентября 2016 г.

ტრენინგის მე-8 დღე

ტრენინგის მე-8 დღეს ვისაუბრეთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია ფასილიტაცია ტექნოლოგიებით.შევიმუშავეთ მეთოდები თუ რა დამატებითი აქტივობა დაგვჭირდება მათთვის ვისაც კომპიუტერი მწყობრიდან აქვს გამოსული.კიდევ ერთხელ გადავხედეთ სასწავლო პროცედურებს,რადგან ეს მთავარი კომპონენტია სასწავლო პროექტის გეგმაში,სადაც აქტივობები უნდა იყოს ნაბიჯ-ნაბიჯ გაწერილი. 

ტრენინგის მე-7 დღე

დღეს ვისაუბრეთ იმ მთავარ საკითხზე რასაც დიფერენცირებული სწავლება ჰქვია.ჩამოვაყალიბეთ მეთოდები თუ როგორ შეიძლება ჩავრთოთ სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეები პროექტის განხორციელებაში და ჩვენი იდეები დავაფიქსიროთ სასწავლო პროექტის გეგმაში

ზღაპრების ჯადოსნურ სამყაროში

ტრენინგის მე-4 დღე

ამ მოდულმა ნათლად დაგვანახა თუ რა მნიშვნელობა აქვს შეფასების სხვადასხვა მეთოდებს.ძალზედ მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების დადგენა.ასევე მნიშვნელოვანია პროექტის პრეზენტაციის შექმნა,იმისათვის რომ მოკლედ გადმოვცეთ ჩვენი სათქმელი.

ტრენინგის მე-3 დღე

ამ მოდულმა ნათლად დაგვანახა თუ რამდენად მნიშვნელოვანია სტანდარტების და ინდიკატორების გათვალისწინებით პროექტის დაგეგმვა.ასევე მნივნელოვანი იყო ჩვენთვის მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ნიმუშების განხილვა